Sunday, April 29, 2012

www.nplg.gov.ge
www.wikipedia.org
lemil.net
www.youtube.com

მარტვილის სამონასტრო კომპლექსის ისტორია
მე -7 საუკუნეში აშენდა მარტვილ - ჭყონდიდის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების მშვენება. მე-10 საუკუნეში ეს ტაძარი ქართული ეკლესიის ერთ-ერთ ბურჯად აქცია აფხაზთა მეფე გიორგი მეორემ, როდესაც იგი საეპისკოპოსო კათედრად გამოაცხადა. ტაძარს შერჩა სახელი მარტვილი, ეპისკოპოსებს კი ჭყონდიდელები ეწოდათ.
მე-10 საუკუნეში აქ მოღვაწეობდა იოანე მინჩხი-ქართველი ჰიმნოგრაფი. ტაძარი ძლიერი საგანმანათებლო კერა იყო. ბაგრატ მეოთხემ ჭყონდიდი სამოღვაწეო კათედრად მიუჩინა გიორგი მთაწმინდელს. ,,ქართლის ცხოვრების” ცნობით ბაგრატ მეოთხე მარტვილის მონასტერშა დაკრძალული. მარტვილის მონასტერში იყო კრისპერია-გადამწერ ბერთა სამყოფო. ითარგმნებოდა წიგნები, იქმნებოდა ნაწარმოებები. მარტვილში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ სტეფანე სისანოს ძე ჭყონდიდელი მე-10 საუკუნეში, გიორგი ჭყონდიდელი მე-11 საუკუნეში, იოანე ჭყონდიდელი მე-11 საუკუნეში, სვიმონ ჭყონდიდელი მე-12 საუკუნეში, ანტონ ჭყონდიდელი თამარის თანამედროვე, მანვე თარგმნა წიგნი სააქიმიო, არსენ ჭყონდიდელი მე-13 საუკუნეში, ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი-ფილოსოფოსი, რომანოზ მესვეტე მე-19 საუკუნეში და მათ შორის ყველაზე გამორჩეული და შთამბეჭდავე გიორგი ჭყონდიდელი, დავით აღმაშენებლის აღმზრდელი და ,,თანაგამკაფელი ყოველთა გზათა” იყო.
მარტვილის სამონასტრო კომპლექსი დგას მაღალ ბორცვზე მოხერხებულ გეოგრაფიულ და სტრატეგიულ ადგილზე, საიდანაც მთელი იმერეთ-სამეგრელო ხელის გულზე მოჩანს. იგი გალავნითაა შემოსაზღვრული. თავი ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. ტაძარი თავდაპირველად ჯვრის ტიპის ნაგებობა ყოფილა. თურქ-არაბთა შემოსევებმა ისე სასტიკად დააზიანა ტაძარი, რომ იგი მე-10 საუკუნეში გიორგი მეორემ ხელახლა აღადგინა. ტაძრის ჯვრის ტოტები მოშალეს, მოუშენეს ეკვდერები, მხოლოდ აღმოსავლეთშია შვერილი, ორივე მხრივ ღრმა ნიშნით. ტაძარში შემორჩენილია მე-14, მე-16 და მე-17 საუკუნის ფრესკები. მისი მშვენებაა საკურთხევლის კონქში წარმოდგენილი მარტვილის ღვთისმშობელი-ხელოვნების უბადლო ნიმუში. მთავარი ტაძრიდან ჩრდილოეთით, გალავანზე დგას ღლილი ქვებით ნეგები მინიატურული ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, ,,ჩიქვანებისად” წოდებული. ეკლესია სამსართულოვანია. ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: ,,სილამაზე ამ ეკლესიისა სწორედ მომხიბლავია და მარტო ამის სანახავად ღირს, რომ კაცი გაემგზავროს მარტვილში”
დასავლეთით მთავარ ტაძართან ახლოს დგას მაღალი სვეტი, რომელზეც მესვეტის ეკლესია-ოთახია. აქ უკანასკნელი მესვეტე ბერი მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა.
მარტვილის მონასტერი გასაბჭოებამდე მოქმედი იყო. აქ მამათა ლავრა მოქმედებდა, შემდგომ წლებში იძულებითი უმოქმედობა სუფევდა მონასტერში, 1998 წლიდან საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით მარტვილი ისევ სამონასტრო კომპლექსად იქცა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა საპატრირქო რეზიდენცია, დაარსდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის მამათა მონასტერი, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. განახლდა ბერ-მონაზონთა ცხოვრება. მონასტრები ამჟამადაც მშენებარე პროცესშია.
მარტვილის ტაძარი გეგმით ძალიან ჰგავს მცხეთის ჯვრის ტაძარს, მაგრამ არ იმეორებს მას. ხუროთმოძღვარმა აქ მიმართა თემის თავისუფალ ინტერპრეტაციას და ფაქტობრივად დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოები შექმნა. შენობის გეგმაში შეტანილია ზოგი ცვლილება: გუმბათის დიამეტრი უფრო მცირეა, კუთხის ნიშები კი - უფრო დიდი. გაზრდილია აფსიდების მკლავების სიღრმე, გადიდებულია კუთხის სათავსების ზომა. შეცვლილია აგრეთვე კვადრატიდან მრავალწახნაგოვანზე გადასვლის გუმბათქვეშა სისტემაც - ტრომპებს აქ ერთიმეორეზე გადმოკიდებული პატარა კამარების რიგირთ შექმნილი საფეხურისებრი სახე აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მარტვილის ტაძარი ჯვრის ტაძარზე მცირეა, ცალკეულ ნაწილთა შეფარდების ცვლილებების შედეგად შექმნილია დიდი და მსუბუქი შინაგანი სივრცის შთაბეჭდილება, სხვაგვარია ფასადთა რელიეფებიც. ცალკეული დამოუკიდებელი კომპოზიციების ნაცვლად აქ უწყვეტი ფრიზებია, შესრულების ხასიათი კი უფრო დეკორაციულია. ფიგურები და მცენარეული ორნამენტი ერთიან ნახატშია ჩართული და გარკვეულ რიტმულ დანაწევრებას ექვემდებარება. ფრაზებზე ბიბლიისა და სახარების სიუჟეტებია გამოსახული (მაგ., დანიელი ლომთა ხაროში, სამსონი და ლომი, ქრისტეს ამაღლება 4 ანგელოზის მიერ და სხვა).
კულტურული ძეგლები - сканирование.jpg
lemill.JPG
კულტურული ძეგლები - сканирование0001.jpg
კულტურული ძეგლები - сканирование0004.jpg
კულტურული ძეგლები - сканирование0008.jpg
კულტურული ძეგლები - сканирование0009.jpg
კულტურული ძეგლები - сканирование0010.jpg
კულტურული ძეგლები - сканирование0011.jpg

07.06.11
აღმოჩენა ხობის მონასტერში.



უწმინდესი ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში (23.09.2009)

ვლაქერნობა 2009 (ზუგდიდში)

ეკლესია-მონასტრები


სამეგრელოში დღემდე დგას უამრავი ეკლესია და მონასტერი დასტურად იმისა, თუ როგორ მფარველობდნენ დადიანები მართლმადიდებლურ ეკლესიას. ბევრი მათგანი დადიანების ოჯახზე საუკუნეებით ადრე არსებობდა, რაც საქართველოში ქრისტიანობის არსებობის უძველეს ისტორიაზე მიუთითებს.
მეორე ღირსშესანიშნავ ნაგებობას X საუკუნით დათარიღებული ცაიშის ეკლესია წარმოადგენს, რომელიც ზუგდიდიდან სამხრეთ–დასავლეთით ათ კილომეტრში, კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს. სწორედ ცაიშის ეკლესია გახლდათ პირველი ქართველი პატრიარქის რეზიდენცია. ეკლესია იმ ადგილას აშენდა, სადაც წმინდა იოანე პატმოსელი გარდაიცვალა, რომელმაც ეფესოდან გამოძევების შემდეგ თურქეთსა და საქართველოს შეაფარა თავი. (იოანე განთქმული პიროვნებაა მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში, როგორც აღმოსავლური ბერმონაზვნობის მამა და ფუძემდებელი. ყველა ქრისტიანი მას ბიბლიური წიგნის, „გამოცხადების“ ავტორად იცნობს.) ეკლესია, რომელიც ამჟამად ძველი ტაძრის ადგილას დგას, XVIII საუკუნეში ინტენსიური გადაკეთებისა და აღდგენითი სამუშაოების შედეგს წარმოადგენს. ძველი, ორიგინალური ნაგებობიდან მხოლოდ სამსაფეხურიანი პიედესტალი შემორჩა.

წალენჯიხის ეკლესია

მაცხოვრის ტაძარი, რომელიც XIV საუკუნით თარიღდება, დაბა წალენჯიხის გარეუბანში, ერთ-ერთ ბორცვზეა აგებული. სატაძრო კომპლექსის გალავნის გარეთ, დადიანების სასახლის უძველეს ნანგრევებს ვაწყდებით. ტაძრის სვეტზე ამოტვიფრული ორენოვანი ქართული და ბერძნული წარწერები გვამცნობენ, რომ ვამეხ დადიანმა (მეფობდა: 1384-1396) ეკლესიის მოსახატად ბიზანტიელი მხატვარი სირუს ემანუელ ევგენიკოსი მიიწვია. მის მიერ შექმნილი ფრესკები ერთადერთი ცნობილი ნიმუშია იმ ხელოვნებისა, რომელიც ბიზანტიური პალეოლოგიური დინასტიის ეპოქაში შეიქმნა და რასაც მხატვრის ხელმოწერა და თარიღი ადასტურებს. ეპისკოპოს ევდემონ ჯაიანის მოთხოვნით, ლევან II დადიანმა (მეფობდა: 1611-1657), სამეგრელოს ისტორიაში ყველაზე უფრო ძლიერმა მთავარმა, მოხატულკედლებიანი ეკლესიის მიშენება ბრძანა. სამწუხაროდ, დღეისათვის ამ კედლის მხატვრობის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.
სოფელ მარტვილში მდებარე ეკლესიები: მარტვილის ჭყონდიდი და წმინდა ქალწულის ეკლესია VII საუკუნით თარიღდება, თუმცა მრავალსაუკუნოვანი რეკონსტრუქციების შედეგად ორივე ეს ეკლესია დიდწილად შეიცვალა და პირვანდელი სახე დაკარგა. წმინდა ქალწულის ეკლესიის მოდიფიკაცია იმაშიც ვლინდება, რომ XIV-XVII საუკუნეებში მას რამდენიმე კედლის ფრესკა დაემატა, რომლებიც დღეისათვის კარგადაა ცნობილი. გეტის ფონდმა ახლახანს დააფინანსა პროექტი, რომელიც ამ ეკლესიის ფრესკების კონსერვაციას უზრუნველყოფს. ეკლესია აგრეთვე ცნობილია იმითაც, რომ მის კედლებზე გამოსახულია მფარველების პორტრეტები, რომლებიც ეკლესიას საუკუნეების მანძილზე ეხმარებოდნენ. სოფელ მარტვილში რამდენიმე თავადი დადიანი და მათი ოჯახის წარმომადგენლებია დაკრძალული. მათ შორისაა ამ გვარის ბოლო წარმომადგენელი ლევან V დადიანი (მეფობდა; 1804-1840) და მისი მეუღლე მართა; მათი ვაჟი დავით დადიანი (მეფობდა: 1840-1853) და მისი მეუღლე ეკატერინე თავიანთ ვაჟებთან, ნიკოლოზთან, დავითთან და ანდრიასთან ერთად.
                             ზუგდიდის საკათედრო ტაძარი

მომლოცველობა
PDFბეჭდვაელფოსტა
სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარის ტერიტორიაზე ასეულობით ხუროთმოძღვრული ძეგლია აგებული: საკულტო შენობები, ეკლესია-მონასტრები, სათავდაცვო თუ სამეურნეო ნაგებობები. ხოლო შუასაუკუნეობრივი აღმშენებლობა უმთავრესად საეკლესიო ნაგებობითაა წარმოდგენილი.
ისტორიული ძეგლებია: დადიანთა სასახლე ზუგდიდში, კორცხელის ციხე, ცაიშის მონასტერი, ანაკლიის ციხე, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, ჭაქვინჯის ციხე, რუხის ციხე; მარტვილის მუნიციპალიტეტში: მარტვილის (ჭყონდიდის) სამონასტრო ანსამბლი, წაჩხურის მთავარანგელოზის ეკლესია, თამაკონის ციხე, აბედათის ციხე-დარბაზი, ნოღის ციხე, მარტვილის მონასტერი, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი VII ს, ჩიქოვანების ეკლესია XII ს., ნახარებაოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, XII ს. წმ. ანტონ ჭყონდიდელის საფლავი, ოფუცხოლე - დადიანების საბანაო ადგილი, სოფელი გაჭედილი - მოთენას მღვიმე 9ისტორიული მღვიმე, ტბა, საბანაო ადგილები), სოფელი ბალდა - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია XIII ს. ბილიკი მთაში, ჩანჩქერი „ჟუჟღი“ - ჩანჩქერი ხავსიან კლდეზე (მდინარე აბაშის ხეობა, ბზის ტყე), „ონიორე“ - ჩანჩქერი მდინარე აბაშაზე (მდინარე აბაშის სათავე, კარვების გასაშლელი ადგილი), „ტობის“ მღვიმე (სოფ. ბალდა) – 234 მ სიმაღლის „ტობის“ ჩანჩქერი, ტბები, დარბაზები, სოფელი სალხინო - ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია XVIII ს. დადიანების სასახლე, ისტორიული მარანი, მდ. წაჩხურუს ხეობა, „ხიზნების მღვიმე“ (ისტორიული მღვიმე-ნამოსახლარი), წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია XVIII ს. გადმოსახედი ადგილები, მდ. წაჩხურუს ხეობა, მთის ბილიკები. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში: წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარი, გამაჯისციხის ნანგრევები, ციხე ,,კაცხარა", სამიქაოს გამოქვაბული, საეპისკოპოსო ეკლესია, ჯაღირის ციხე, ,,წმინდა ბარბარეს" ეკლესია, ულურიის ციხე, ,,მამუკიას კოშკი", ,,დილაქირსეს „ ციხე-სიმაგრე, სქურის ციხის ნანგრევები, ლესალეს ციხის ნანგრევები, ჯგალის კონუსისებრის კოშკი, ჯგალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, ქ. ჯვარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია, ობუჯის, ჯგალის (ლეხარჩილეს), საჩინოს მშენებარე ეკლესიები, ციხე-კოშკი ,,ომუნე“, ციხე-კოშკი მუმანა, ლექარდეს ციხე-კოშკი, ლეშამგეს ეკლესია, სათოფურიანი ციხის ნანგრევები, მაღალგორის ციხე, ,,დობერას" ციხე, ,,ნაოხვამუ" საეკლესიო კათედრა, ჯიხა ,,თავდაცვითი ხასიათის", ჯვარის ეკლესია, ,,ქვაცანცალა", წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ნანგრევები) XI ს., ,,ნოჯიხევი" ციხის ნანგრევები, ,,ჯიხა" ციხის ნანგრევები (ჩქვალერი), ,,ჯიხა" ციხის ნანგრევები (საჩინო), წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (მუჟავა), ნოჯიხური“ XI—XV ს.; მუზეუმები: ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და სხვა.

ხობის მონასტერი

ხობის მონასტერი (ნოჯიხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. დედათა მონასტერი) მდებარეობს — ხობის მუნიციპალიტეტში,სოფელ ნოჯიხევის ტერიტორიაზე, ხობის ცენტრიდან 4 კმ. 
 

აგებულია XIII-XIV სუკუნეებში, ტაძრის აშენება უკავშირდება გუბაზ მეფის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს. აკაკი წერეთელმა ხობის მონასტერს მიუძღვნა პოემა „ნათელა“.
ტაძარი შემკულია ჩუქურთმებითა და ფრესკებით. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე აქ იყო დასვენებული ღვთისმშობლის კვართი, წმ.გიორგის ბარძაყი, წმ.მარინეს მკლავი, წმ.კვირიკეს ხელის მტევანი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და სხვა სიწმინდეები. მონასტერი არქიტექტურულ კომპლექს წარმოადგენს, რომელშიც შედის ტაძარი სასახლე, სამრეკვლო გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები. შუა საუკუნეებში ხობის მონასტერი დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის რეზიდენციას წარმოადგენდა.
უძველესი დოკუმენტი, რომელშიც ხობია მოხსენიებული, გახლავთ ჯვრის სამონასტრო მატიანეში შეტანილი აღაპი, სადაც მოხსენიებულნი არიან ცოტნე დადიანის ოჯახის წევრები და ახლობელი პირები. მათ შორის ეგნატე, ხობის წინამძღვარი. მოსახსენიებელ¬ში ნათქვამია: ქ. ამასვე დღესა აღაპი ეგნატი ხოპისა წინამძღვრისა.
ხობის ტაძარი შერგილ დადიანის ოჯახის განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა. აქ დაცულია კიდეც შერგილის, მისი მეუღლე ნათელისა და ყმაწვილ ცოტნეს ფრესკები. ისევე, როგორც ლაშა-გიორგის გაუგზავნია იერუსალიმში მოსახსენიებელთა განსაწესებლად მესტუმრე შალვა, შერგილ დადიანსაც წარუგზავნია იქ ეგნატე ხობისა წინამძღვარი, და ბარამ უშაფათელისძე. დოკუმენტში მოხსენიებულია ასევე ეგნატეს დედა ნისიმე და მისი ძმა ყელგრძელი. რადგან ეგნატე ხობის წინამძღვრად მოიხსენიება, უნდა ვიფიქროთ, რომ ამ პერიოდში ხობი საწინამძღვრო იყო და, როგორც ჩანს, იმდროინდელმა ოდიშის ხელისუფლებამ, ხობის წინამძღვრის სახით, მხარის უმაღლესი საეკლესიო წარმომადგენლობა გააგზავნა.
ეგნატეს მოსახსენიებელი 1212-1222 წლებით თარიღდება. ამიტომაც მისი წინამძღვრობა XIII საუკუნის I ნახევარზე მოდის, კერძოდ კი 1212-1222 წლებზე. საინტერესო დოკუმენტია ამავე ტაძრის ფრესკული წარწერა. აქ, ჩრდილოეთის კედლეზე, წარმოდგენილია გიორგი დადიანი, რომელსაც ეკლესიის გეგმა უპყრია ხელთ, წარწერით - "საყდარი". ქტიტორს მხედრულად აწერია:
  1. ამ:. საყდრისა:. აღმაშენებ(ე)ლი:. ერის
  2. თავთ:. ერისთავი:. და მანდატორ
  3. რთ:. უხუცესი:. დადიანი გ
  4. ირგი:. შეუნდს:. ღმ
  5. თმნ:. ამინ~
იგი, წარწერის შინაარსის მიხედვით, უნდა ეკუთვნოდეს გიორგი II-ს (1345-1384). საფიქრებელია, რომ ხობში საეპისკოპოსო კათედრა გიორგი II დადიანმა დააარსა.
საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ხობის ტაძარივით მდიდარი სავანე. აქ დაცული იყო:
  • მარიამ ღვთიმშობლის კვართი;
  • წმინდა გიორგის ბარძაყი;
  • იოანე ნათლისმცემლის ნაწილები;
  • წმინდა მარინეს მკლავი;
  • წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი;
  • შოლტი - რომლითაც მაცხოვარი იგვემა;
  • დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი;
  • მრავალწლიანი ხატი, რომელიც 52 უჯრად არის გაყოფილი და სადაც წმინდანთა ნაწილებია, ხატის შუაში მოთავსებული ძელიცხოვლის ჯვრით.
  • თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი; მისი დედის ბორდოხან დედოფლის კუთვნილი ხატი; აქვეა ხატები, რომლებიც მოიხსენიებენ დავით ნარინს, მანდატურთუხუცეს ბედან დადიანს, აფხაზეთის მეფეს ლეონ II-ს და სხვა.
არქანჯელო ლამბერტი პირდაპირ მითითებას იძლევა წმინდა ნაწილების ხობის მონასტერში არსებობის შესახებ, მაგრამ ვის მიერ ან როდის იქნა ჩამოტანილი, ამაზე არაფერს ამბობს. ის აღნიშნავს, რომ ხობის მონასტერში „აჩვენებდნენ ღვთისმშობლის პერანგს, რომელსაც იქაურები დიდ პატივსა სცემენ“; მართალია, ჩვენ არ ვიცით, თუ როდის და როგორ მოხვდა ეს ნივთები ხობის ტაძარში, მაგრამ ცხადია, რომ მას საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. პირველი ხობელი ეპისკოპოსია ილარიონი, იგი დახატულია ტაძრის ჩრდილოეთ სვეტზე, სავედრებლად ხელებაღმართული, რომელსაც გადმობრუნებული ხუცური ასოებით აწერია: `ხობელი ილარიონ~.მისი ეპის¬კოპოსობა დაახლოებით XIV საუკუნეს უკავშირდება.

ხობის მონასტერის ეკლესიის დასავლეთის კედელი
ხობელ იერარქთა ქრონოლოგიური რიგი:

კანკელის სამხრეთი ნაწილი
  1. ეგნატე - XIII ს-ის I ნახ., 1212-1222 წლები, წინამძღვარი.
  2. თადეოზი - XIV-XV საუკუნეების მიჯნა, ეპისკოპოსი.
  3. საბა - XV ს-ის I ნახევარი, ეპისკოპოსი.
  4. ილარიონი - XIV ს-ის I ნახევარი, ეპისკოპოსი.
  5. ნიკოლოზ (წულუკიძე) - XVI საუკუნე, 1569 წლის ახლო პერიოდი, ეპისკოპოსი.
  6. ნკოლოზ (ჩოლოყაშვილი) - წინამძღვარი 1632-1640 წლები, ეპისკოპოსი 1640-1657 წლებში
  7. ევთიმე (ფაღავა) - XVII საუკუნე, მთავარეპისკოპოსი.
  8. ზებედე -XVII ს. 80-იანი წლები, წინამძღვარი.
  9. გრიგოლ (მიქელაძე) - 1806-1836 წლები, წინამძღვარი.
  10. ბესარიონ (ჭყონია) - 1840-1857 წლები, წინამძღვარი.
  11. ბესარიონ (ჩიჩუა) - 1857-1863 წლები, წინამძღვარი.
  12. გერმანე - 1864-1868 წლები, წინამძღვარი.
  13. გრიგოლ (დადიანი) - 1871-1879 წლები, წინამძღვარი.
  14. ბესარიონ (ჭყონია) - 1880-1893 წლები, წინამძღვარი.
  15. სიმონ (აფაქიძე) - 1894-1906 წლები, წინამძღვარი.
  16. შიო (ქვილითაია) - 1915-1928 წლები, წინამძღვარი.
  17. ალექსი (მირცხულავა) - 1928-1962 წლები, წინამძღვარი.